სიცოცხლე მოძრაობაშია

ჩვენ ვართ ანიმაციური სტუდია დაარსებული ანიმატორების და კინორეჟისორების მიერ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა შემოქმედებითი პროექტი იწყება დიდი იდეით. ჩვენ გვიყვარს ანიმაცია ყველა ფორმით და მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.

ჩვენი გუნდი

ვიქტორ წიკლაური

მთავარი ანიმატორი სტუდიის დამფუძნებელი

ვიქტორ წიკლაური  პროფესიონალი ანიმატორია, რომელსაც გააჩნაი 25 წელზე მეტი გამოცდილება 2D და 3D ანიმაციებში. წლების განმავლობაში ის მუშაობდა მრავალ ანიმაციურ პროექტზე, სატელევიზიო, სარეკლამო კომპანიებისა და თამაშის სტუდიებისათვის Maya, Motion Builder, Motion Capture  და LightWave 3D პროგრამების გამოყენებით. ის არის გამოცდილი პერსონაჟების გამოცდილი ანიმატორი და სთორიბორდ არტისტი, მუშაობს როგორც კლასიკური 2დ ასევე 3დ ანიმაციაში.ის მუშაობდა როგორც დიდ, ასევე მცირე გუნდებთან ერთად. ეს გამოცდილება უადვილებს  მას სწრაფად გააცნობიეროს სხვადასხვა პროექტის საჭიროებები და გამოწვევები.

სხვა უნარ -ჩვევები მოიცავს: გრაფიკული ილუსტრაციებს წიგნებისთვის, 3D პერსონაჟების გამოძერწვას და მოდელირებას.

ვახტანგ ვარაზი

სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი

ვახტანგ ვარაზი რეჟისორი, 30 წელია მუშაობს სხვადასხვა მაუწყებლებზე, როგორც რეჟისორი და პროდუსერი.არის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და პროდუსერი. ასევე მოღვაწეობს სარეკლამო სფეროში. ბოლო ორი წელია, რაც გადაერთო ანიმაციაში როგორც რეჟისორი და პროდუსერი. მისი პროდუსერობით შეიქმნა საბავშვო ანიმაციური სერიალი “მაშველები”, რომელიც დღესაც გრძელდება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.